სსიპ ქალაქ თბილისის N 32 საჯარო სკოლის საქართველოს ისტორიის შემსწავლელთა წრე „მოხეტიალე ისტორიკოსი“ და ,, საქართველოს ბილიკებზე"
2 ოქტომბერი, 2019 წელი
წრის წესდება
1.ზოგადი დებულებები
მუხლი 1. წრის სტატუსი
1 . სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის საქართველოს ისტორიის შემსწავლელთა წრე „მოხეტიალე ისტორიკოსი“ და ,, საქართველოს ბილიკებზე"-არის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
საქართველოს ისტორიის შემსწავლელთა წრის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში.
2. წრე მუშაობას წარმართავს ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით.
3. წრე იქმნება სკოლის სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს დირექცია და სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს საქართველოსკანონმდებლობით დადგენილი წესით
4. წრეს აქვს წესდება, გვერდი სოციალურ ქსელში.
მუხლი 2. წრის მიზნები და ამოცანები
n გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა ქვეყნის წარსულსა და თანამედროვეობის მიმართ.
n დაეხმაროს მოსწავლეებს დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.
n დაეხმაროს მოსწავლეებს შაესაბამის ტექსტსა და წყაროებზე დამოუკიდებლად მუშაობის გზით, თავად აღმოაჩინონ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები
n დაეხმაროს მოსწავლეებს მოვლენის შედეგების დადგენასა და მათი მნიშვნელობის გააზრებაში.
n ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. გახდნენ ნამდვილი მამულიშვილები.
· მოსწავლეთა ინიციატივების პროექტის სახით განხორციელება
წრის წევრთა უფლება–მოვალეობანი
წრის წევრ მოსწავლეთა უფლებები განისაზღვრება საქართველოს „კანონით ზოგადი განათლების შესახებ»
მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ გაასაჩივრონ სკოლის ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.
წრის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
წრის ხელმძღვანელის ფუნქციები:
წლის განმავლობაში წარმართავს წრის მუშაობას;
წრეზე მუშაობის დაწყებამდე:
სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
· წრის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
· წრის წესდება;
· წრის სამუშაო გეგმა;
· განაცხადის ფორმა წრეში გაწევრიანების მსურველთათვის
წრეზე მუშაობის პერიოდში:
სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთავს წრის აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას.
წრეზე მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს რეფლექსიას წრის მუშაობაზე:
ა) მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ) რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ;
გ) რომელ კომპონენტში იყო წრის მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ) რა სარგებელი მიიღეს წრეში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა;
ე) რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ;
ვ) მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ;
ზ) რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას.
წრეში გაწევრიანება
1. წრის წევრობა ნებაყოფლობითია;
2. წრის წევრი შეიძლება გახდეს მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლე,რომელიც იზიარებს წრის მიზნებს;
3. წრის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს წრეს წერილობითი განცხადებით.
წრის მუშაობა
წრის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
Комментариев нет:
Отправить комментарий