четверг, 10 декабря 2020 г.

დისტანციური სწავლების დროს განხორციელებული კომპლექსური დავალებები

ამჯერად გამაოცა მე-10 პირველი კლასის მოსწავლეებმა.
ჩვენი კომპლექსური დავალება ასეთი იყო
სამიზნე მცნება:,, ისტორიული მოვლენა", ,, საზოგადოება", ,, წყარო".
საკითხი- ჰოლოკოსტი.
კომპლექსური დავალების პირობა- ყურადღებით გაეცანით ანა ფრანკის დღიურს; თავი ანა ფრანკის ადგილზე წარმოიდგინეთ და დღიურების წერა განაგრძეთ. აღწერეთ საკონცენტრაციო ბანაკში ანას სამი დღე.
ამ დღიურების პრეზენტაცია გვქონდა. ამჯერად გიზიარებთ ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილ ჩანახატებს, ემოციებს, მოსაზრებებს და ჩანაწერებს. მართალია რამოდენიმე ნაშრომია მაგრამ მთელი კლასი იყო ჩართული და უამრავმა მასალამ მოიყირა თავი. მაოცებს თქვენი ძალისხმევა. მადლობა მე-10 პირველი კლასის ბავშვებს უკლებლივ ყველას















მე-9 კლასში შევიტანე კომპლექსური დავალება და ახლა თქვენც გიზიარებთ ჩემს სიხარულს
მეცხრეკლასელებმა შექნეს შემოქმედებითი პროდუქტი #დიდირეპრესიების შესახეებ და შეძლეს წარმოეჩინათ ნაშრომებში:
• რამდენად სანდო იყო "მათი მეგობრის" მიერ მოძიებული მასალა 1937 წლის „ბედნიერ ცხოვრებაზე“ ?
• საბჭოთა კავშირში განხორციელებული რეპრესიების შესახებ განსხვავებული ინტერპრეტაციის არსებობების მიზეზები - როგორც ისტორიულ პიროვნებებზე, ასევე მიმდინარე მოვლენებზე
• რომელი სოციალური ფენებისაგან შედგებოდა სსრკ კავშირის მოსახლეობა XX საუკუნის 20-30-იან წლებში და როგორ აისახა თითოეულ მათგანზე დიდი ტერორის პერიოდში სოც-პოლიტიკური მოვლენები? (მაგ. რა ბედი ეწიათ ძველი თაობის იმ ინტელექტუალებს , ვინც რეალურად აფასებდ ამ ოვლენებს )















четверг, 17 октября 2019 г.

         2019 წლის 17 ოქტომბერს მე-9 კლასის მოსწავლეებთან განხორციელდა ისტორიის წრის,, მოხეტიალე ისტორიკოსის" მეორე  შეხვედრა ( საველე კვლევა), რომელიც გაიმართა ძალისას ნაქალაქარზე. 
    შეხვედრის მიზანი იყო საველე კვლევის ჩატარება უძველესი ქალაქის ტერიტორიაზე, მოსწავლეების ძეგლის ტერიტორიაზე ორინეტირება, ისტორიული და არქიტექტურული კონტექსტის აღქმა, მოსწავლეთა დაკვირვებისა და კვლევა-ძიების უნარის სტიმულირება
ამ იდეის განხორციელებაში დაგვეხმარა არქეოლოგი დავით სულხანიშვილი
















































среда, 2 октября 2019 г.



       2019 წლის 2 ოქტომბერს მე-9 კლასის მოსწავლეებთან განხორციელდა ისტორიის წრის,, მოხეტიალე ისტორიკოსის" პირველი შეხვედრა .
პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრის მიზანი იყო   მოსწავლეთათვის ცნობისმოყვარეობის გაღვიძება მატერიალური კულტურული ძეგლის მიმართ,  ინფორმაციის მიწოდება  უძველესი ქალაქის -ძალისას შესახებ  და ეპოქის მოკლე ისტორიული მიმოხილვა;
   სლაიდ შოუს დახმარებით   მიაწოდა მოსწავლეებს ინფორმაცია უძველესი ნაქალაქარების ძალისას შესახებ, მისი აღმოჩენისა და ეპოქის შესახებ. 
მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, წინასწარ გავამზადე  პუბლიკაციები (ბუკლეტები) ძალისას შესახებ და  დავურიგე მოსწავლეებს.(პუბლიკაცია იხილეთ სასწავლო პროექტებში).
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, შემდეგ  მიიღეს მითითებები მეორე შეხვედრის შესახებ ანუ საველე კვლევისთვის საჭირო მასალის მომზადების შესახებ.



понедельник, 30 сентября 2019 г.

სსიპ ქალაქ თბილისის N  32 საჯარო სკოლის  საქართველოს ისტორიის შემსწავლელთა წრე „მოხეტიალე ისტორიკოსი“ 
 1 ოქტომბერი, 2019 წელი


 წრის  წესდება


1.ზოგადი დებულებები

      მუხლი 1.   წრის   სტატუსი

 1 . სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის საქართველოს  ისტორიის შემსწავლელთა წრე „მოხეტიალე ისტორიკოსი“ -არის სკოლის ბაზაზე  ჩამოყალიბებული ორგანიზაცია,  საერთო ინტერესებისა და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
      საქართველოს  ისტორიის შემსწავლელთა წრის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მე-9 და  მე-11 კლასის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში.
2.  წრე მუშაობას წარმართავს  ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით.
3.  წრე იქმნება   სკოლის  სახელმწიფო ქონების  საფუძველზე და მის  კონტროლს ახორციელებს დირექცია და  სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს  საქართველოსკანონმდებლობით  დადგენილი       წესით
4.  წრეს აქვს  წესდება, ლოგო, სლოგანი,  გვერდი სოციალურ ქსელში.


 მუხლი 2.   წრის მიზნები და ამოცანები


n  გაუღვივოს ცნობისმოყვარეობა ქვეყნის წარსულსა და თანამედროვეობის მიმართ.                         
n   დაეხმაროს მოსწავლეებს დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.                                                                                                                                      
n   დაეხმაროს მოსწავლეებს შაესაბამის ტექსტსა და წყაროებზე დამოუკიდებლად მუშაობის გზით, თავად აღმოაჩინონ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები                                                 
n   დაეხმაროს მოსწავლეებს მოვლენის შედეგების დადგენასა და მათი მნიშვნელობის გააზრებაში.                                                                                                                                                 
n  ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. გახდნენ ნამდვილი მამულიშვილები. 
·         მოსწავლეთა ინიციატივების პროექტის სახით განხორციელება                      

                 
                  
 წრის წევრთა უფლება–მოვალეობანი

   წრის წევრ  მოსწავლეთა უფლებები  განისაზღვრება საქართველოს  „კანონით ზოგადი განათლების შესახებ»  
 მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ  გაასაჩივრონ სკოლის  ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
      სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.  
    წრის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.  

                                
წრის სტრუქტურა: ლიდერი მოსწავლე,  მასწავლებელი, დამხმარე მშობელთა ჯგუფი.
          
                                      ლიდერი  მოსწავლე
  არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს წრის საქმიანობას, ეხმარება ხელმძღვანელს, ანგარიშვალდებულია წრის წევრთა წინაშე.
                       
                            წრის   ხელმძღვანელი
       არის სკოლის პედაგოგი, მისი  ხელმძღვანელობა არჩევითი აქტივობაა, ლიდერ  მოსწავლესთან  ერთად, ერთი წლის განმავლობაში  ხელმძღვანელობს წრეს, ერთვება მის საქმიანობაში სხვადასხვა ეტაპზე.

                            დამხმარე  მშობელთა  ჯგუფი
     ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს წრის მუშაობის წარმმართვაში.
  დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა  შვილები წრის  აქტიური წევრები არიან. 
                  
                                    ლიდერი  მოსწავლის  ფუნქციები:
       ა) აკონტროლებს წრის საქმიანობას;
       ბ)  მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს წრის წევრებთან;
         გ) ორგანიზებას უწევს  წრეზე მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური  მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად;
დ) სათანადო ინფორმაციებს აწვდის წრის წევრებს.

                        

                                    წრის  ხელმძღვანელის   ფუნქციები:
 წლის განმავლობაში წარმართავს წრის მუშაობას;
 წრეზე მუშაობის დაწყებამდე:
სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
·         წრის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
·         წრის  წესდება;
·         წრის სამუშაო გეგმა;
·         განაცხადის ფორმა წრეში გაწევრიანების მსურველთათვის
                        
                                  

წრეზე  მუშაობის  პერიოდში:

  სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთავს  წრის  აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას.

წრეზე მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს  რეფლექსიას წრის მუშაობაზე:
ა)  მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ) რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ;
გ) რომელ კომპონენტში იყო წრის მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ) რა სარგებელი მიიღეს წრეში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა;
ე)  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ;
ვ)  მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ;
ზ)  რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას.



                                                            წრეში  გაწევრიანება

1.          წრის წევრობა ნებაყოფლობითია;

2.      წრის წევრი შეიძლება გახდეს მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლე,რომელიც იზიარებს წრის მიზნებს;
3.      წრის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს წრეს წერილობითი განცხადებით.



წრის  მუშაობა

წრე იკრიბებება თვეში სამჯერ, გარდა არდადეგების პერიოდის
წრის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

                                                      
                                               

понедельник, 23 сентября 2019 г.

    სსიპ ქალაქ თბილისის N 32 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრიდან  ფუნქციონირებას იწყებს საქართველოს ისტორიის შემსწავლელთა წრე  სახელწოდებით ,, მოხეტიალე ისტორიკოსი"( სიახლეების მაძიებელი) 
       წრეში გაწევრიანებულნი იქნებიან  IX- XI კლასის მოსწავლეები. მეცადინეობა ჩატარდება ყოველ  სამშაბათს და ოთხშაბათს 7 გაკვეთილის შემდეგ.
       წრის ხელმძღვანელი : საზოგადოებრივ მეცნოერებათა კათედრის ისტორიის მასწავლებელი- ეკატერინე ხონელიძე
       წრის წევრები საფუძვლიანად შეისწავლიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას. მოსწავლეები ისტორიული მასალის დამუშავებისა და ფაქტების მოძიების გზით( ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს გამოყენებით), შეძლებენ მინი-ნაშრომების შექმნას და წრის წევრებისადმი წარდგენას, რაც დაეხმარებათ მათ შემდგომ სწავლების, ძიების, კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
        საწრეო  მუშაობა ხელს შეუწყობს ისტორიის საგნისადმი მეტ დაინტერესებას. გაიგებენ ამბებს იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დაამჩნიეს ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. წრის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ცოდნის მეტად წარმოჩენის.გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები დაეხმარება მათ კომუნიკაციის , თანამშრომლობასა და თვითრეალიზაციაში.
          საქართველოს ისტორიის საგანი უფრო საინტერესო რომ გავხადო მხოლოდ ფაქტებზე არ იყოს ორიენტირებული , მოეწყობა გასვლითი ღონისძიებები საქართველოს მუზეუმებში, ეროვნულ არქივში,მოეწყობა საველე გაკვეთილები არქეოლოგიურ გათხრებზე და მოსწავლეები თავად  მიიღებენ მონაწილეობას იმიტირებულ არქეოლოგიურ კვლევაში, მოეწყობა  ლაშქრობები და ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ისტოიურლი ძეგლების მოსანახულებლად , სადაც ისტორიული დეტალების გაცნობა დაეხმარებამოსწავლეებს ყველა ისტორიული მოვლენის გააზრებაში, ჩამოუყალიბებს მათ მზრუნველ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.
      და ბოლოს, საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს სკოლაში საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ საგნისადმი უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა. გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე და გახდებიან უფრო აქტიურები

დისტანციური სწავლების დროს განხორციელებული კომპლექსური დავალებები

ამჯერად გამაოცა მე-10 პირველი კლასის მოსწავლეებმა. ჩვენი კომპლექსური დავალება ასეთი იყო სამიზნე მცნება :,, ისტორიული მოვლენა...