2019 წლის 10 ოქტომბერს მე-9 კლასის მოსწავლეებთან განხორციელდა ისტორიის წრის,, მოხეტიალე ისტორიკოსის" პირველი შეხვედრა .
პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთათვის ცნობისმოყვარეობის გაღვიძება მატერიალური კულტურული ძეგლის მიმართ, ინფორმაციის მიწოდება უძველესი ქალაქის -ძალისას შესახებ და ეპოქის მოკლე ისტორიული მიმოხილვა;
სლაიდ შოუს დახმარებით მივაწოდა მოსწავლეებს ინფორმაცია უძველესი ნაქალაქარების ძალისას შესახებ, მისი აღმოჩენისა და ეპოქის შესახებ.
მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, წინასწარ გავამზადე პუბლიკაციები (ბუკლეტები) ძალისას შესახებ და დავურიგე მოსწავლეებს.(პუბლიკაცია იხილეთ სასწავლო პროექტებში).
მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, წინასწარ გავამზადე პუბლიკაციები (ბუკლეტები) ძალისას შესახებ და დავურიგე მოსწავლეებს.(პუბლიკაცია იხილეთ სასწავლო პროექტებში).
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, შემდეგ მიიღეს მითითებები მეორე შეხვედრის შესახებ ანუ საველე კვლევისთვის საჭირო მასალის მომზადების შესახებ.
2019 წლის 17 ოქტომბერს მე-9 კლასის მოსწავლეებთან განხორციელდა ისტორიის წრის,, მოხეტიალე ისტორიკოსის" მეორე შეხვედრა ( საველე კვლევა), რომელიც გაიმართა ძალისას ნაქალაქარზე.
შეხვედრის მიზანი იყო საველე კვლევის ჩატარება უძველესი ქალაქის ტერიტორიაზე, მოსწავლეების ძეგლის ტერიტორიაზე ორინეტირება, ისტორიული და არქიტექტურული კონტექსტის აღქმა, მოსწავლეთა დაკვირვებისა და კვლევა-ძიების უნარის სტიმულირება
ამ იდეის განხორციელებაში დაგვეხმარა არქეოლოგი დავით სულხანიშვილი



























ძალისაზე საველე კვლევის ჩატარების შემდეგ მესამე შეხვედრაზე 23 ოქტომბერს, მოსწავლეებმა ჯგუფების მიხედვით დაამუშავეს საველე კვლევის შედეგები. მოძიებული მასალით მოამზადეს სლაიდ შოუ პრეზენტაციისათვისსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
30 ოქტომბერს ,მეოთხე შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებს ჯგუფების მიხედვით გადმოეცათ ძალისას შესახებ მიღებული ისტორიული ინფორმაცია და არქეოლოგიურ ძეგლებზე ჩატარებული კვლევის შედეგები, გაეცნობიერებინათ საკუთარი როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. მოამზადეს დასათაურებული კედლის გაზეთი












Комментариев нет:
Отправить комментарий